საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში ვიქტორინა სახელწოდებით „ჩვენ გვიყვარს საქართველო“ გაიმართა
03.06.2019
უკან დაბრუნება
პროექტი, რომელიც ისტორიის შესწავლას ისახავს მიზნად...
საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში ვიქტორინა სახელწოდებით „ჩვენ გვიყვარს საქართველო“
მე-3 საჯარო სკოლისა და კადეტთა ლიცეუმის აღსაზრდელთა მონაწილეობით გაიმართა. მათ საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცოდნა წარმოაჩინეს. პროექტის ფარგლებში ქალაქის სხვა სკოლებიც ჩაერთვებიან.
მოსწავლეები მიიჩნევენ რომ მსგავსი ვიქტორინები ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს.
ვიქტორინის მონაწილეებს მწერლების, ლია გვენეტაძის და გივი ტყეშელაშვილის წიგნები , სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. პროექტი ქალაქის აიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით ხორციელდება , პროექტის ავტორები მუზეუმის მეცნიერ თანანშრომლები არიან.