შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანმა უმასპინძლა
03.06.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანმა უმასპინძლა, სადაც გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფმა ადგილობრივმა ვიტ-ჯორჯიამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა . შეხვედრა ვიტ-ჯორჯიას სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად, მათი გამარჯვებით, 3-ით 0 დასრულდა. ამ მარცხით ტორპედო გათამაშების ცხრილში მე4 ადგილზე ჩამოქვეითდა, ეროვნულ ჩემპიონატში 2 კვირიანი სანაკრებო შესვენება გამოცხადდა, რომლის დასრულების შემდეგ გუნდები ასპარეზობას გააგრძელებენ, თუმცა, ქუთაისის ტორპედოს ბედი უცნობია. გუნდში რთული ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა გუნდი დაშლის პირას მივიდეს.