მსოფლიო ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-9 საერთაშორისო ტურნირი კრივში დასრულებულია
03.06.2019
უკან დაბრუნება
მსოფლიო ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-9 საერთაშორისო ტურნირი კრივში დასრულებულია. შეჯიბრი ქუთაისის სპორტის სასახლეში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში სპორტსმენებ ი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სოხეთიდან და რუსეთიდან მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ისინი ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ დააჯილდოვეს.