შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია
31.05.2019
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის მიერ არის ორგანიზებული. მასში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. კონფერენცია უკვე 12 წელია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ორგანიზატორთა თქმით მომავალშიც გაგრძელდება.