შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ენა და კულტურა“ გაიმართა
31.05.2019
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ენა და კულტურა“ გაიმართა, რომელიც საზეიმო ვითარებაში ქუთაისის 1-ლი სკოლის აღსაზრდელებმა გახსნეს. მასში მსოფლიოს 31-მა ქვეყნის წარმომადენელმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა იმართება, მე-5 წელია ტრადიციულ ხასიათს ატარებს. მონაწილეები და სტუმრები წელს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს, პრომეთეს მღვიმესა და გელათის მონასტერს მოინახულებენ. ღონისძიების ფარგლებში, თეატრის სცენაზე სპექტაკლს ,, 6 შინაბერა და ერთი მამაკაცი“ ხარაგაულის თეატრის მსახიობები გამართავენ. კონფერენცია დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.