საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა
31.05.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.2018 წლის მონაცემებით მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21.9% იყო, ხოლო 2016 წელს 22%. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. ამავე კვლევის იხედვით სოფელში სიღარიბეში 23.1% ცხოვრობს, ხოლო ქალაქში 18%. დღის ამბების გადამღები ჯგუფი აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრით ~დაინტერესდა და შეკითხვები ადგილობრივებს დაუსვა.გამოკითხულთა აზრი ორად გაიყო.