შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში წელს პირველად სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისთვის სამი მორიგე საზაფხულო ბაღი იმუშავებს
31.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში წელს პირველად სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისთვის სამი მორიგე საზაფხულო ბაღი იმუშავებს. ქუთაისის ააიპი ბაგა-ბაღების გაერთიანებამ უკვე შეირჩა ის ბაღები, რომლებიც 1 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით 700-მდე ბავშვს მოემსახურება. ააიპში აცხადებდნენ, რომ ბაღების შერჩევა ადგილმდებარეობის მიხედვით მოხდა, რადგან შესაბამისი ფილიალები. ქალაქის ყველა უბნიდან თანაბრად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მორიგე ბაღებია # 2 ფილიალი , რომელიც გაპონოვის ქ. პირველი შესახვევის #5-ში, მდებარეობს, #25 ფილიალი (ხორავას ქ.#8-ში, #37 ფილიალიკი ტოლსტოის ქ.#3- ში. საზაფხულო მორიგე ბაღში მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 20 ივნისამდე გაგრძელდება. აღსაზრდელთა მიღების ძირითადი კრიტერიუმი დასაქმებული დედაა მშობელმა აუცილებელია წარადგინოს ცნობა სამუშაო ადგილიდან.