შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის უნივერსიტეტმა ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას 80 წლის საიუბილეო კონფერენციას უმასპინძლა
30.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის უნივერსიტეტმა ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას 80 წლის საიუბილეო კონფერენციას უმასპინძლა. საზოგადოებამ საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ღვაწლზე ისაუბრა. უახლესი ისტორიის სამაგალითო გმირები ერთხელ კიდევ გაიხსენეს და აღნიშნეს რომ მომავალი თაობები სწორედ ეროვნული გმირების მაგალითზე უნდა აღიზარდონ . მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ეროვნული გმირების ცხოვრება და მოღვაწეობა ფრაგმენტულად წარმოადგინეს. მერაბ კოსტავას იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციას ეროვნული მოძრაობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები კეთილდღეობისა და სამართლიანობისათვის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.