შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე16 ტურს უმასპინძლა
29.05.2019
უკან დაბრუნება
წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე16 ტურს უმასპინძლა, სადაც ქუთაისის ტორპედო პოტენციური მასპინძლის როლში გორის დილას დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალზე დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.პირველი ტაიმი ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად ანგარიშით 3-1 დასრულდა. ხოლო მე2 ტაიმში გორელებმა სრული მობილიზება გამოიჩინეს და ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს. საბოლოოდ მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. ტორპედოელთაგან 2 გოლი ბუდუ ზივზივაზემ გაიტანა და შესაბამიად ჩემპიონატში ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში, ხოლო ერთი გოლი გრიგოლ დოლიძის ანგარიშზეა. გათამაშებაში ტორბედო კვლავ მესმე პოზიციას ინარჩუებს. მომდევნო შეხვედრაზე ქუთაისელი ფეხბურთელები თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვიტ ჯორჯიას ესტუმრებიან, მატჩი 1 ივნისს გაიმართება.