შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა
27.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა, სადაც ადგილობრივი აღმასრულებელი რგოლისა და პოლიტიკური საბჭოს არჩევა მოხდა. ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარედ ბესიკ ბრეგაძე, ხოლო მოადგილედ გიგა შუშანია დასახელდა. პარტიის წევრებმა ხმა ელექტრონული წესით მისცეს. შეხვედრას პარტიის ლიდერები გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, ასევე "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი დაესწრნენ. "სკაიპით" კი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო, მან პარტიის წევრებს აქტიურობისკენ მოუწოდა.