შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მედია ტური მოეწყო
27.05.2019
უკან დაბრუნება
ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მედია ტური მოეწყო. ჟურნალისტებს საშუალება ქონდათ ENPARD-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროექტები დაეთვალიერებინათ. ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაურში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო და კოოპერატივი „მეღვინეობა საზანო“ დაათვალიერეს.ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში იმერეთის რეგიონში 20 სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა. რომლის მიზანიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა იყო.