შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბერიკა შუკაკიძემ ქუთაისის საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა გამართა
23.05.2019
უკან დაბრუნება
საპენსიო ასაკში მყოფი მასწავლებლების, ასევე პედაგოგებისთვის, რომლებთაც სურვილი აქვთ პროფესია დატოვონ სახელმწიფოსგან 2 წლის განმავლობაში ხელფასის იდენტურ თანხას მიიღებენ, ხოლო იმ პედაგოგებს, რომელთაც სტატუსის შენარჩუნება სურთ და არ აქვთ საკმარისი კრედიტქულები, პროფესიული გადამზადების ტრენინგს გაივლიან, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ დღეს ქუთაისის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ისაუბრა. შეხვედრას ქუთაისის განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლები და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი დაესწრნენ, მათ პედაგოგების შეკითხვებს უპასუხეს.