სუპერლიგის მეორე ფინალისტი საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა
21.05.2019
უკან დაბრუნება
სუპერლიგის მეორე ფინალისტი საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა,შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა. ქუთაისი 2010 ის კალათბურთელევმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” 78:74 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. საჩემპიონო სერია 3 მოგებამდეა. მატჩი 23 მაისს დაიწყება და მასში ერთმანეთს “ქუთაისი” და “დელტა” შეხვდებიან. იმერულ კლუბს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, მოედნის უპირატესობა ექნება და 23-24 მაისს 2 მატჩს ზურაბ საკადელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩაატარებს.