შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსთავის "რუსთავი"-ქუთაისის „ტორპედო-2:4
21.05.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების XIV ტურს რუსთავის ტექნიკურმა ბაზამ უმასპინძლა,სადაც ერთმანეთს რუსთავის "რუსთავი" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპიტისპირდნენ. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.მეორე ტაიმში გულშემატკივარმა 6 გატანილი გოლი იხილა. ზაზა ციცქიშვილმა რუსთავი 47-ე წუთზე დააწინაურა,წონასწორობა მალევე ბუდუ ზივზივაძემ აღადგინა. 67-ე წუთზე ტორპედო წინ გავიდა ზურაბ ჯაფიაშვილის ავტოგოლის წყალობით. 78-ე წუთზე დანიშნული პენალტი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა და სეზონში პირველი დუბლიც მიითვალა. თამაშის მიწურულს თავი თენგიზ წიქარიძემ გამოიჩინა და გუნდს კიდევ ერთი ბურთი მოუტანა. 89-ე წუთზე სტუმართა კარში მეორე გოლი ზაზა ციცქიშვილმა გაიტანა.ანგარიში 2:4 ქუთაისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.ამ დროისთვის რუსთავი გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილს 10 ქულით,ხოლო ტორპედო 26 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.