შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში 9 აპრილის ძეგლთან ებრაელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა
08.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში 9 აპრილის ძეგლთან ებრაელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. სლოგანით- უარი ტერორსა და ძალადობას ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ქუთაისში აქციით გამოეხმაურნენ. ქუთაისის ებრაელთა საზოგადოებისა და ქალთა კლუბის ორგანიზებით გამართულ სოლიდარობის აქციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მსოფლიოს მშვიდობა. ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო და ისრაელი ერთად მიაგებს პატივს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს.