ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გუშინ ბრიფინგი პოლიტიკური ცენტრ ”გირჩის” წარმომადგენლებმა გამართეს,რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტები 16 მილიონი ლარით არის შემცირებული.პასუხი თვითმმართველობიდან ვიცე-მერმა გასცა.კოტე ქავთარაძის განმარტებით პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კარგი ეკონომისტია და იგი შეცდომაში ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თემურ ცამციშვილმა შეიყვანა.ვიცე-მერს კი დღეს ბიუჯეტთან დაკავშირებით თავად ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა.