შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათია
22.04.2019
უკან დაბრუნება
დღეს ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათია , ეს დღე ბიბლიური იოსების ხსოვნას ეძღვნება . იოსების ცხოვრება არის წინასახე მაცხოვრის ცხოვრებისა. იოსებმა მონობაში არ დაკარგა სულიერება, მას ჰქონდა ძლიერი რწმენა უფლისა, იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს.ვნების შვიდეულის პირველ დღეს – დიდ ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. უნაყოფო ლეღვი იმ ქრისტიანების სულის სიმბოლოა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამენ. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირულთა ძღვენთა წირვები სრულდება და სახარება თავიდან ბოლომდე იკითხება.