დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის და პედაგოგობის მსურველთა გამოცდები დღეს დაიწყო
11.01.2016
უკან დაბრუნება
დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის და პედაგოგობის მსურველთა გამოცდები თბილისსა და ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დღეს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ რეგისტრაცია ზამთრის სესიისთვის 5 ათასზე მეტმა პედაგოგმა გაიარა. გამოცდები ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ საგნებში ჩატარდა, ზამთრის გამოცდები წელს პირველად გიმართა. ის პედაგოგები რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ საშუალება ექნებათ ტესტირება ზაფხულში გაიარონ. გამოცდები პედაგოგებისთვის დღეს დაიწყო და 13 იანვარს დასრულდება.