ქუთაისის მერმა „ილუსტრაციების კონკურსში“ გამარჯვებულები მიიღო, რომლებიც სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა
12.04.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა „ილუსტრაციების კონკურსში“ გამარჯვებულები მიიღო, რომლებიც სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა. კონკურსის შედეგად, რომელიც ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით ჩატარდა , საპრიზო ადგილი 7 გამარჯვებულზე გადანაწილდა. გამოვლინდნენ პირველი, მეორე , მესამე ადგილის მფლობელები და ჟიურის სიმპათია. . ილუსტრაციების კონკურსში ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლების ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ადგილზე, შერჩევითობის პრინციპით, მიეცათ დავალება, რის მიხედვითაც შექმნეს თემატური ილუსტრაციები.