შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი კვლავ ჩამოინგრა
11.04.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი კვლავ ჩამოინგრა. შემთხვევა ამჯერად პირველ კლასელთა საკლასო ოთახში, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ინფორმირებულია განათლების სამინისტრო . ამ დროისთვის დაზიანება უკვე აღმოფხვრილია. რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.