აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება მოეწყო
10.04.2019
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება მოეწყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი თარიღი 1989 წლის ტრაგედია და 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეები გაიხსენეს. ისაუბრეს დაღუპულ გმირებსა და მათ წვლილზე ქვეყნის გაერთიანების საქმეში.