შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული ,,ვინ უკეთ წერს“ დაიწყო
08.04.2019
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული ,,ვინ უკეთ წერს“ დაიწყო. ამჯერად სტუდენტებმა თავიანთი მოსაზრება თემაზე ,,ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიების ეპოქაში“ გამოხატეს. სტუდენტთა ნამუშევრებს უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარი კომისია შეაფასებს. კონკურსში გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდებიან. კვირეულის დასასრულს ტრადიციული ვიქტორინა ,,თუ დაივიწყე ენა ქართული“ გაიმართება. ესეების კონკურსის ყველა მონაწილეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ წიგნები უსახსოვრა.