კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღე გორში
08.04.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღე გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც ერთმანეთს გორის ,,დილა“ და ქუთაისის ,,ტორპედო“ დაუპირისპირდა. მასპინძლები აუტსაიდერთა ზონაში არიან და ყოველ ქულას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ შეხვედრაში ამის გაკეთება გიორგი დეკანოსიძის გუნდმა ვერ მოახერხა. სტუმრებმა აშკარა უპირატესობის მოპოვება მას შემდეგ შეძლეს, რაც მოედნიდან მატჩის მთავარმა არბიტრმა ალვინ ფორტესი გააძევა. მალევე ტორპედომ ანგარიში ბრაზილიელი ლეგიონერის რიჩარდ ლუკას სადებიუტო გოლით გახსნა. 7 ტურის შემდეგ გორის დილას 5 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ქუთაისის ტორპედო კი 13 ქულით მესამე ადგილს იკავებს .მომდევნო შეხვედრას ტორპედო შაბათს, 13 აპრილს სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ვიტ ჯორჯიასთან , მასპინძლის როლში გამართავს .