საქართველოს სუპერ ლიგის გათამაშების მე16 ტურს ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი კლუბი ,,ქუთაისი2010“ თბილისის ,,ოლიმპს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა. საბოლოო ანგარიში 108-78 დაფიქსირდა . ამ გამარჯვებით ქუთაისელმა კალათბურთლებმა სუპერლიგის გათამაშებაში პირველი ადგილი გაიმყარეს. მომდევნო შეხვედრას ისინი 12 აპრილს ბათუმში ადგილობრივ ბათუმთან გამართავენ.