დენი, წყალი და ტელევიზორი ის ფუფუნებაა, რომელიც ჟუჟუნა ბებოს ბუნდოვნად ახსოვს
07.04.2019
უკან დაბრუნება
დენი, წყალი და ტელევიზორი ის ფუფუნებაა, რომელიც ჟუჟუნა ბებოს ბუნდოვნად ახსოვს. ხორცისა და ყველის გემო, როგორც მოხუცი ამბობს, უკვე დაავიწყდა. მარტოხელა ქალბატონი პატარა მიწურში 25 წელია ცხოვრობს, თუმცა მისი საკუთრება არაა და შესაძლოა ფართის დატოვება მოუხდეს. იმედს არ კარგავს და კეთილი ადამიანების არსებობის სჯერა. გამართლდება თუ არა მარტოხელა მოხუცის იმედები - ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.