პროექტის ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე, სუფთა შავი ზღვა“ საჯარო სკოლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
07.04.2019
უკან დაბრუნება
ადგილობრივი თვითმმართველობა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრთან“ პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე, სუფთა შავი ზღვა“ , რომლის ფარგლებშიც, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს მოზარდებსა და ზრდასრულებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას.
მემორანდუმის ხელმომწერები ხელს შეუწყობენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მოსწავლეთა და პედაგოგთა ჩართულობას.