შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაში ქუთაისელი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან
07.04.2019
უკან დაბრუნება
საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაში ქუთაისელი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან. ამ მოტივით ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას საინიციატივო ჯგუფი "პოსტერუმ ქუთაისი" შეურთდა. ახალგაზრდების ჯგუფი პროპორციული საარჩევნო სიტემის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებისთვის აქტიურ საქმიანობას გეგმავს. "პოსტერუმ ქუთაისის" წარმომადგენლები მიიჩნევენ რომ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით გადაუდებელი ცვლილებებია საჭირო, რამაც მათი საინიციატივო ჯგუფის შექმნის აუცილებლობა განაპირობა.