ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია ,,ნატო“ 70 წლისაა
07.04.2019
უკან დაბრუნება
ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია ,,ნატო“ 70 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისში რიგი აქტივობებია დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში ,,რა სად როდის?! ‘’ გაიმართა. მასში მონაწილეობას 30-მდე გუნდი იღებდა, საუკეთესოები 24 კითხვიდან გაცემული პასუხების მიხედვით გამოვლინდნენ. მათ სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.