,,ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი,, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში
06.01.2016
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში პატარა მაყურებელმა ერთმოქმედებიანი მხიარული ზღაპარი ,,ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი,, იხილა. სპექტაკლის დამდგელი რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძეა, მან ირაკლი სამსონაძის პიესა საინტერესო ფორმით წარმოუდგინა მაყურებელს. სპექტაკლი თეატრის საახალწლო რეპერტუარში 2010 წლიდანაა და ბავშვების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს .