22-24 მარტს ხაშურში, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
28.03.2019
უკან დაბრუნება
22-24 მარტს ხაშურში, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 254 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საუკეთესო შედეგი ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა აჩვენეს. ქუთაისელი მოჭიდავეები დავით აბდალაძე, დავით კოღუაშვილი და საბა გამთენაძე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, 80 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა ფესტვენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.