87 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა
28.03.2019
უკან დაბრუნება
87 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა.
1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ნოდარ მგალობლიშვილმა მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის “ფსკერზე”, ჰენრიკ იბსენის “მოჩვენება”. უფრო მოგვიანებით- ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა”, იაგოს როლი უილიამ შექსპირის “ოტელოში”, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებში”.
ნოდარ მგალობლიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტია 1976 წლიდან და სახალხო არტისტი- 1979 წლიდან.
2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.
მწერალი გიზო თავაძე და მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე ნოდარ მგალობლიშვილის იშვიათ როლებსა პიროვნულ ღირსებებზე საუბრობენ. გიზო თავაძე მეგობარი მსახიობის ბოლო ვიზიტს იხსენებს,