სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები შესაძლოა სკოლებში დასაშვები გახდეს
27.03.2019
უკან დაბრუნება
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა,რომ სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები მშობლის ნებართვით იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მოქალაქეები გამოვკითხეთ,რომელთა უმრავლესობა თვლის,რომ ბავშვებს სკოლის ასაკში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები არ სჭირდებათ და ისინი სკოლებში რელიგიის სწავლების დაბრუნებაზე საუბრობენ, ნაწილი კი მიიჩნევს რომ მოზარდი ყველა მხრივ განათლებული და გათვითცნობიერებული უნდა იყოს და სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების აუცილებლობაზე საუბრობენ.