ქუთაისში საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება
27.03.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ორმოულების შეკეთების პროგრამის ფარგლებში ტენდერი უკვე გამოცხადებულია . სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 60 ათასი ლარის ფარგლებში უნდა შასრულოს. ტენდერში მონაწილეობის ბოლო ვადა 4 აპრილია, როგორც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებს სამუშაოები პირველ ეტაპზე ცენტრალური ქუჩების მოწესრიგებით დაიწყება.