ახალი „ სახალხო საყოველთაო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის“
25.02.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში ისევე როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში ახალი „ სახალხო საყოველთაო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის“ ჩამოყალიბდა. მოძრაობა სხვადასხვა სეგმენტის ადამიანებს აერთიანებს რომელთა მიზანი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ზრუნვაა. მოძრაობის ლიდერებმა თავიანთი ხედვები და გეგმები შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს. მათი განცხადებით მთავარი მიმართულება სასმელი წყლის პროექტია,რომელსაც შეუძლია ქვეყანას დამატებით რამდენიმე მილიონი მოუტანოს რაც შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეამსუბუქებს.