ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის სამი ორდღიანი სემინარი ნარჩენების მართვის საკითხებზე
24.02.2019
უკან დაბრუნება
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბოლო სამი თვის განმავლობაში კახეთში, ბორჯომსა და აჭარაში საქართველოს მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამი ორდღიანი სემინარი ნარჩენების მართვის საკითხებზე. სემინარებს საქართველოს 100-ზე მეტი ჟურნალისტი დაესწრო. და მიზნად ისახავდა მედიის წარმომადგენლების ინფორმირება საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები, გაეცნენ ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკას, საუკეთესო გამოცდილებას და საქართველოს გამოწვევებს ამ მიმართულებით. ასევე, მიმოიხილეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპი, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან შედის.