რეგიონში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეექმნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტს
04.01.2016
უკან დაბრუნება
დიდთოვლობაა იმერეთშიც. რეგიონში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეექმნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტს. რამდენიმე სოფელს ელექტრო ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება,იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის განმარტებით, გუბერნია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მუნიციპალიტეტების გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები, საიდანაც სამხარეო ადმინისტრაცია ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებს. პაატა ნადირაძის თქმით, რეგიონში ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. ინტენსიურად იწმინდება ქუჩები რაიონულ ცენტრებში.