ქუთაისში ავტომექანიკურ ქარხანაში მამაკაცი გარდაიცვალა
15.02.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში ავტომექანიკურ ქარხანაში მამაკაცი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მამაკაცი ჩარხში მოჰყვა, რის შედეგადაც ადგილზევე გადრაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ავტომექანიკური ქარხნის დაცვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცი თეიმურაზ ბალავაძეა რომელიც ქარხანაში წლების განმავლობაში მუშაობდა.