საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით შეცვლას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ.
საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის, იგივე ლამინირებულ, ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასოდეს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, პირველი თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით – შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია.
მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.
2012 წლის ბოლოს, ქაღალდის პირადობის მოწმობას საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა დღეისათვის კი საქართველოში მოქმედი სულ 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა.