თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე “ტორპედომ” 1-ელ თებერვალს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის “დინამოსთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს დიდი ანგარიშით, 5:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ “ტორპედოს” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც “ტორპედოსთან” 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დებიუტი ჰქონდა ასევე ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელ თამაზ შარვაშიზეს.
ამხანაგურ შეხვედრაზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ტორპედო თურქეთში გასამგზავრებლად ემზადება.