შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათების გაცემა დღეს დასრულდა
28.12.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათების გაცემა დღეს დასრულდა.. ბენეფიციარისთვის პროდუქტები, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა „შპს ტენდერი 123“-მა შეიძინა, რისთვისაც მერიის ბიუჯეტიდან 49 980 ლარი გამოიყო. საახალწლოდ ქუთაისში მცხოვრებ 2000 ბენეფიციარს გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, 1 შეკვრა კვერცხი და 2 კგ პურის ფქვილი გადაეცა.