ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქეები აირჩიეს
29.12.2015
უკან დაბრუნება
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქეები აირჩიეს. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 5 წარმატებული ადამიანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დააჯილდოვეს.დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილს, პოეტ რეზო ამაშუკელს, ლეგენდარული ,,შვიდკაცას" პირველი თაობის წარმომადგენელ ვანიკო მაჭავარიანს, გეოფიზიკოს ვახტანგ აბაშიძეს და პედაგოგ ენდი ბუაჩიძეს საპატიო მოქალაქეების წოდება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა.დღესვე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.