საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 2023 წლამდე გახანგრძლივდა
26.12.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 2023 წლამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.
31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი დაჩქარებულად იმსჯელებს.