იმერეთის წარმატებული სპორტსმენების დაჯოლდოების ცერემონია სპორტის მუზეუმში შედგა
19.12.2018
უკან დაბრუნება
იმერეთის წარმატებული სპორტსმენების დაჯოლდოების ცერემონია სპორტის მუზეუმში შედგა. ტრადიციულ ღონისძიებაზე 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საუკეთესოთა რიგებში წელს 14 სპორტსმენი და მწვრთნელი მოხვდა. 2018 წლის მოვლენად კი აღიარებული იქნა ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე ზვიად პატარიძე. სპორტსმენებს, რომელთაც წლის მანძილზე გაწეული შრომა დაუფასდათ - ჯილდოები ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დამსახურებულმა სპორტსმენებმა გადასცეს. ტრადიციული ღონისძიება სპორტსმენთა შედეგების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.