შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო
19.12.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო. სამუშაოები ადგილზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. დუმბაძის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობდა საფეხმავლო ბილიკებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა. წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა სამუშაოები და შესაბამისად ადგილზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. გზის რეაბილიტაციას კომპანია ,,დაგი+" ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 მლ ლარამდეა.