საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში მოამზადა
19.12.2018
უკან დაბრუნება
საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში მოამზადა. კვლევა ხუთ ქალაქს: თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, გორსა და თელავს მოიცავს. ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში. კვლევის პრეზენტაცია დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში გაიმართა, აღნიშნული, საიას მიერ მომზადებული სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის რიგით მე-12 ანგარიშია.