”გახდი ლეგენდის ნაწილი”-წლის შემაჯამებელი ღონისძიება
28.12.2015
უკან დაბრუნება
”გახდი ლეგენდის ნაწილი”-წლის შემაჯამებელი ღონისძიება მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა,ქუთაისის მერიამ წლის საუკეთესო სპორტსმენად ზვიად პატარიძე დაასახელა.ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს სამ გზის ჩემპიონი,ნაკრების წევრი,ზვიად პატარიძე 2015 წელს ქვეყნის,ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.წლის საუკეთესო მწვრთნელად კი ელგუჯა მარუაშვილი დასახელდა,რომელიც ზვიად პატარიძის მწვრთნელია.ქუთაისის მერიის მიერ ასევე,წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ.საუკეთესო სპორტულ კლუბად რაგბის გუნდ ”აიას”-”ა”-და -”ბ” ლიგის გუნდები,ჰოკეის ქალთა და ხელბურთელ ვაჟთა გუნდები დასახელდნენ.ღონისძიება ქუთაისის მერის კულტურის სპორტის,განათლების,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის -სპორტის განყოფილების ორგანიზებით შედგა.