მინისტრთა კაბინენტს გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით საკანონმდებლო ორგანოში კენჭს ხვალ უყრიან
28.12.2015
უკან დაბრუნება
მინისტრთა კაბინენტს გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით საკანონმდებლო ორგანოში კენჭს ხვალ უყრიან. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს. უკვე ცნობილია, რომ გიორგი კვირიკაშვილი კანონმდებლების წინაშე მხოლოდ ერთ ახალ მინისტრს წარადგენს. საგარეო საქმეთა მინისტრად მიხეილ ჯანელიძე დასახელდა.