მარტვილში იუსტიციის სახლი გაიხსნა. შენობა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გახსნა.
მარტვილის იუსტიციის სახლი სამეგრელოს რეგიონში რიგით მესამე ფილიალია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას შეძლებს. აქვე გაიხსნა ქორწინების სახლი. საზემო ღონისძიება კონცერტით დასრულდა.