მომავალი წლის ბიუჯეტი იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს დეპუტატებმა განსხვავებული პოზიციები გამოხატეს
13.12.2018
უკან დაბრუნება
მომავალი წლის ბიუჯეტი იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს დეპუტატებმა განსხვავებული პოზიციები გამოხატეს. საპარლამენტო უმრავლესობაში 2019 წლის ბიუჯეტს უპრეცენდენტოდ მზარდს უწოდებენ. მმართველი გუნდის მტკიცებით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალურ საკითხებზეა ორიენტირებული, ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ არამიზნობრივი ხარჯები იზრდება და ბიუჯეტს მთავრობა პირად კეთილდღეობაზე ირგებს.