შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაცია, თაობათა დიალოგის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა
13.12.2018
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია, თაობათა დიალოგის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მესამე სექტორის წარმომადგენელი,რომელიც პოლონეთში გაეროს კლიმატის ცვლილებების მოლაპარაკებების კონპერენციაზე იყო მიწვეული,ქვეყანაში არ შეუშვეს,რის მიზეზადაც ნუგზარ კოხრეიძე ქვეყნისათვის საშიშ პიროვნებად ცნეს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვლის რომ მის მიმართ რეპრესიული დევნა განხორციელდა. კოხრეიძე სარჩელს საერთაშორისო სასამართლოს დონეზე ამზადებს. აღსანიშნავია,რომ მსგავსი მოტივით პოლონეთში სულ 16 ეკო აქტივისტი დაბლოკეს.